კადრები ქობულეთიდან, სადაც ძლიერმა წვიმამ ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა - Palitra News

კადრები ქობულეთიდან, სადაც ძლიერმა წვიმამ ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა

2018-08-10 10:57:58+04:00

ქობულეთში ძლიერი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შესულია 30 შეტყობინება.როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აღმაშენებლის, სოხუმისა და თხილაიშვილის ქუჩებზე აწარმოებენ.