სროლა ვარკეთილში: 45 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილია, ერთი კი დაიჭრა - Palitra News

სროლა ვარკეთილში: 45 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილია, ერთი კი დაიჭრა

2018-08-09 10:09:51+04:00

ვარკეთილში სროლის შედეგად 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობდა მოსახლეობის გამოკითხვა და ინციდენტში მონაწილე პირთა დადგენისთვის საჭირო ღონისძიებები.