"ჩანჩქერივით მდიოდა სისხლი, უცებ დაბნელდა... დაღუპული მძღოლის შვილია" - რას ყვებიან ავტობუსის მგზავრები, რომელიც სოფელ ფერმასთან ტრაილერს შეეჯახა - Palitra News

"ჩანჩქერივით მდიოდა სისხლი, უცებ დაბნელდა... დაღუპული მძღოლის შვილია" - რას ყვებიან ავტობუსის მგზავრები, რომელიც სოფელ ფერმასთან ტრაილერს შეეჯახა

2018-08-04 19:31:57+04:00

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 12 ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

იხილეთ: მძიმე ავარია სოფელ ფერმასთან, სადაც ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა: დაღუპულია 1, დაშავებულია 6 ადამიანი