პროკურატურამ მალხაზ კობაურის ადვოკატს დამატებითი მტკიცებულებები მიაწოდა - Palitra News

პროკურატურამ მალხაზ კობაურის ადვოკატს დამატებითი მტკიცებულებები მიაწოდა

2018-08-01 10:05:56+04:00

პროკურატურა არ არის ვალდებული, ერთ კონკრეტულ საქმეზე წარმოდგენილ ყველა ადვოკატს გადასცეს საქმის მასალების ასლები, როდესაც ის მიწოდებულია უკვე დაცვის მხარისთვის, - ამის შესახებ პროკურატურაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ახალი ადვოკატების, ვასილ მამულაშვილისა და ალექსანდრე კობაიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადეს.უწყების ინფორმაციით, ამის მიუხედავად, ვასილ მამულაშვილს მიეცა საშუალება, მისულიყო მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში და სრული მასალების ასლები ჩაებარებინა. სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის საქმე ახალმა ადვოკატმა მას სემდეგ გადაიბარა, რაც ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ დავით გირგვლიანმა კობაურის ინტერესების დაცვაზე უარი განაცხადა.