დაპირისპირება ხაიშსა და ჭუბერში - ადგილობრივებმა სამართალდამცველებს ქვები და ჯოხები ესროლეს - Palitra News

დაპირისპირება ხაიშსა და ჭუბერში - ადგილობრივებმა სამართალდამცველებს ქვები და ჯოხები ესროლეს

2018-07-26 15:15:08+04:00

ადგილობრივების ინფორმაციით, ხაიშში სპეცრაზმია მობილიზებული. მათი ინფორმაციით, პოლიცია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ხაიშსა და ჭუბერში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების შესვლას, ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები სოფელში გამთენიისას, 05:00 საათიდან გამოჩნდნენ, რაც სავარაუდოდ, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს უკავშირდება. როგორც ჭუბერის, ისე ხაიშის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულს აპროტესტებს, რის გამოც ამ დროისთვის ხაიშის ცენტრშია შეკრებილი. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხაიშსა და ჭუბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლა დიდი ოდენობით ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვების ფაქტებს უკავშირდება.