მოზარდების მკვლელობის საქმე - ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

მოზარდების მკვლელობის საქმე - ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

2018-07-21 16:19:33+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროკურატურა ბრალდებულ დ.ღ.-ს მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. როგორც პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე არასრულწლოვანს გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.