იგოეთთან ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს უკნიდან შეეჯახა - Palitra News

იგოეთთან ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს უკნიდან შეეჯახა

2018-07-21 12:36:20+04:00

იგოეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს უკნიდან შეეჯახა. შედეგად, სამარშრუტო ტაქსში მყოფი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა, რომელიც კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დანიშნულია ექსპერტიზები.