საბროკერო კომპანიების მარეგულირებელი 2 ახალი წესი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა შეიმუიშავა - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაციები? - Palitra News

საბროკერო კომპანიების მარეგულირებელი 2 ახალი წესი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა შეიმუიშავა - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაციები?

2018-07-20 12:38:25+04:00

ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანიების მარეგულირებელი ორი ახალი წესი შეიმუშავა. აღსანიშნავია, რომ ამ წესების თანახმად, მათ შორის სავალდებულო გახდა პროდუქტებთან დაკავშირებული რისკების გამჟღავნება, დაწესდა ხელშეკრულების პირობების მინიმალური სტანდარტი, საცალო კლიენტებისთვის აიკრძალა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ფულადი ან არაფულადი წახალისებების შეთავაზება.

ამასთან, კომპანიებს, რომლებიც წარმოადგენენ მხარეს ფორექს პლატფორმაზე ვაჭრობისას და თავად ევაჭრებიან კლიენტებს, განესაზღვრათ დამატებითი მოთხოვნები ლიკვიდურობის თვალსაზრისით და დაუწესდათ შესაბამისი ლიმიტები.