საქართველოს მთავრობა არასდროს შეხვდა ჩემს წარმატებას ხელგაშლილი. ამის მიზეზიც ვიცი, მე არც ერთ მთავრობას დავყვებოდი მიტინგებზე ხალხის დასარბევად და პენსიონრების საცემად. ვინც დაყვებოდა ყველას რაღაც თანამდებობა უკავია, - ამის შესახებ ქართველმა მოკრივემ ავთანდილ ხურციძემ "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საქართველოდან თანადგომას ვერ ხედავს. როგორც ავთანდილ ხურციძე აღნიშნავს, ის მხარდაჭერას რუსეთიდან უფრო გრძნობს და თუ ამერიკიდან გააძევეს, კარიერის რუსეთში გაგრძელებაზე დაფიქრდება.