ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სამმართველოს აღმოსავლეთ განყოფილების უფროსი ოფიცერი დააკავეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა ის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ერთ-ერთ მოქალაქეს მფარველობას დაჰპირდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით ითვალისწინებს.