მიზეზები, რამაც მდინარე ნენსკას ხეობაში სტიქია გამოიწვია - რა დაადგინეს და რა რეკომენდაციები აქვთ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს? - Palitra News

მიზეზები, რამაც მდინარე ნენსკას ხეობაში სტიქია გამოიწვია - რა დაადგინეს და რა რეკომენდაციები აქვთ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს?

2018-07-14 18:20:09+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჭუბერის თემში, მდინარე ნენსკრას აუზში, სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით მომზადდა ანგარიში, შესაბამისი დასკვნებითა და რეკომენდაციებით. მათივე ინფორმაციით, დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მდინარე ნენსკრას ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას, ასევე მაღალი ატმოსფერული ტემპერატურების ფონზე ნარჩენი თოვლისა და მყინვართა დნობის აქტიურ პროცესს. ერთ-ერთი აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ მდინარე ნენსკრას აუზში შეიქმნას ბუნებრივ საფრთხეებზე დაკვირვების მონიტორინგული ქსელი.