თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ვაჟის მკვლელობისა და მისი მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. მან განაცხადა, ამის თქმის საფუძველს რამდენიმე წლის წინ განვითარებული მოვლენები აძლევს, რომელიც მისი მხრიდან საზღვრის კვეთას ეხება. კერძოდ, მისი თქმით, 2015-2017 წლებში საზღვარი გადაკვეთა უკრაინის მიმართულებით, ხოლო სამშობლოში დაბრუნება დაუფიქსირდა, ისე რომ თითქოს რუსეთიდან დაბრუნდა. თადარიგის პოლკოვნიკს, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, ხოლო მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.