ოჯახში ძალადობის ბრალდებით ბოლო 6 თვეში 1328 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისრტოს განცხადებით, ძალადობის ფაქტებზე აქტიურ ბრძოლას ახორციელებენ არამხოლოდ სისტემის გარეთ, არამედ სისტემის შიგნითაც. დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 10 მოსამსახურეს, ოჯახში ძალადობის ჩადენის გამო 3 სამსახურიდან დაითხოვეს. წლის ბოლომდე დაინერგება ელექტრონული სამაჯურები, რომლითაც შესაძლებელი გახდება მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის კონტროლი. გარდა ამისა, კანონპროექტში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მკაცრდება სასჯელი ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩადენისათვის. შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისათვის კი ადმინისტრაციულის ნაცვლად პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება.