პროტესტი სიღნაღში - ბოდბის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივები თავდაპირევლად სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ, მათი თქმით , სოფლის კუთვნილი წყალსადენიდან სიღნაღი მარაგდება,რის გამოც მათ წყალი სამ დღეში ერთხელ რამდენიმე წუთით მიეწოდებათ. შემდეგ ადგილობრივებმა წყალსადენთან გადაინაცვლეს,სადაც სიღნაღთან დამაკავშირებელი ხაზი გადაკეტეს და წყალი სოფელში გაუშვეს. "12 წელია გვატყუებენ,უწყლოდ ვართ, ამ სიცხეში უწყლოდ ყოფნა შეიძლება? არ შევწყვეტთ პროტესტს“ - ამბობენ ბოდბელები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ რომ ტემპერატურის მატების გამო წყლის მარაგი შემცირებულია და ზემო ბოდბეს მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება.