ცხოველები ღამის რეჟიმზე გადადიან იმისთვის, რომ ადამიანებს თავი აარიდონ. ეს ხმაურიან და მჭიდროდ დასახლებულ პლანეტასთან ადაპტაციის მათი ხერხია. ნადირობისა და საკვების მოპოვების ნაცვლად დღის განმავლობაში ცხოველებს ახლა უკვე სძინავთ. ღამით კი იღვიძებენ და თავის გამოკვებისთვის ბრძოლას იწყებენ. მეცნიერების თქმით, ამ პროცესს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ევოლუციაზე და ზოგადად მთლიან ეკოსისტემაზე, თანაც იმდენად დიდი გავლენის, რომ ამას ვერც კი ვიაზრებთ. მკვლევარებმა ცხოველების 62 სახეობა შეისწავლეს, მათ შორის, ვეფხვები, წავები, გარეული ტახები და კოიოტები. მალაიური დათვი, რომელიც ადამიანებით ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიაზე ბინადრობს, თავისი აქტივობების მხოლოდ 19%-ს ასრულებს ღამით, დანარჩენს კი დღის განმავლობაში, თუმცა ის მალაიური დათვები, რომლებიც ხალმრავალ ადგილებში ცხოვრობენ, ღამით აქტივობების 90%-ს ახორციელებენ. ლომი ღამით ხალხმრავალ ადგილებში აქტივობის 80%-ს ასრულებს, ადამიანებისგან დაცლილ ადგილებში-17%-ს. თუმცა ღამით ხეტიალმა, შესაძლოა, ცხოველების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ამასთანავე, ღამით ნადირობამ, შესაძლოა, მათი საკვები რაციონი შეზღუდოს, რადგან მათ იმავე მსხევრპლის მონადირება არ შეუძლიათ. ღამის რეჟიმზე გადასვლა ცხოველებს ადამიანებთან ერთად თანაცხოვრებაში ეხმარება.