ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი გამოიკითხა. მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ორი პირი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები არიან.
სკოლის დირექტორი ორივე არასრულწლოვანს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ ისინი კონფლიქტურები არ იყვნენ. თუმცა აქვე ბარაბაძე ამბობს, რომ ორივე მსჯავრდებულის მონაწილეობით 2 წლის წინ გარკვეულ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. "მაშინ ორივეს გაფრთხილება მიეცა", - აღნიშნა ბარაბაძემ.