გეოლოგის კომენტარი სტიქიის ზონიდან - რამდენი სანტიმეტრით დაიწია ნენსკარას დონემ და რა მონიტორინგის შედგები აქვს გარემოს ეროვნული სააგენტოს? - Palitra News

გეოლოგის კომენტარი სტიქიის ზონიდან - რამდენი სანტიმეტრით დაიწია ნენსკარას დონემ და რა მონიტორინგის შედგები აქვს გარემოს ეროვნული სააგენტოს?

2018-07-07 16:41:05+04:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები ამ დრომდე სტიქიის ზონაში რჩებიან, სპეციალისტების განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ნენსკრას ხეობაში ადგილი ჰქონდა უხვი ნალექის მოსვლას, სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარის სხვადასხვა წერტილზე გაზომვები განახორციელეს და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას რომ მდინარის დონე დაწეულია დაახლოებით 30 სმ -მდე. ამასთან სინოპტიკოსების ინფორმაციით, მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისს მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, ხოლო შემდგომი ორი დღის განმავლობაში, ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დაანგრია რამდენიმე სახლი.

იხილეთ:

როგორ გამოიყურება ჭუბერი სტიქიიდან მეორე დღეს - საგანგებო სიტუაციების სამსახური დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს

"შოკში ვართ, სახლები ჩვენს თვალწინ წაიღო, აღარფერი დამრჩა, საკუთარი ფეხსაცმელიც კი არ მაქვს" - რას ჰყვებიან სტიქიით დაზარალებული სვანები

"ტონიანი ქვები მიაქვს, გზაც წაღებულია. მტერს აქ რომ ჰესი ყოფილიყო..." - რა ხდება ჭუბერში, სადაც მთის ჩამოშლის შემდეგ მდინარე ნენსკრა ადიდდა