მთაწმინდის პარკთან ისრაელის მოქალაქე დააყაჩაღეს: შსს-მ ორი პირი დააკავა - Palitra News

მთაწმინდის პარკთან ისრაელის მოქალაქე დააყაჩაღეს: შსს-მ ორი პირი დააკავა

2018-07-07 14:00:09+04:00

შსს-მ ისრაელის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ორი პირი დააკავა. შემთხვევა მთაწმინდის პარკთან მოხდა. პოლიციამ თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.