ვარკეთილში თავდაცვის მინისტრის მოადგილის სიმამრი მოკლეს - Palitra News

ვარკეთილში თავდაცვის მინისტრის მოადგილის სიმამრი მოკლეს

2018-07-04 14:41:09+04:00

ვარკეთილში თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ბუთხუზის სიმამრი მოკლეს. როგორც ფაქტის თვითმხილველები kvirispalitra.ge-სთან საუბარში აცხადებენ, მამაკაცი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა. მეზობლები ყვებიან, რომ შუა ხნის მამაკაცს გვერდით მდებარე კორპუსიდან ნასროლი ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა გარდაცვლილის ვინაობაზე არ საუბრობენ. როგორც პალიტრანიუსს შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დააკავა.