ე.წ. შებოლილი "მოივა", "სტავრიდა" და "სკუმბრია" - გამოავლინეს ოთხ საწარმო, სადაც ფალსიფიცირებული თევზპროდუქტების წარმოება ხდებოდა - Palitra News

ე.წ. შებოლილი "მოივა", "სტავრიდა" და "სკუმბრია" - გამოავლინეს ოთხ საწარმო, სადაც ფალსიფიცირებული თევზპროდუქტების წარმოება ხდებოდა

2018-07-04 13:02:46+04:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თევზპროდუქტების ფალსიფიკაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში და ქვემო ქართლის რეგიონში განთავსებულ სხვადასხვა კომპანიის კუთვნილ ოთხ საწარმოში ფალსიფიცირებული თევზპროდუქტების - ე.წ. შებოლილი "მოივას", "სტავრიდას" და "სკუმბრიას" წარმოება ხდებოდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების შებოლილი თევზი, რომელსაც ამ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.