მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარი ავარიისას დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს - Palitra News

მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარი ავარიისას დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

2018-07-04 11:11:43+04:00

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, იმ 6 ავტომობილში, რომლებიც ერთმანეთს შეეჯახა, 8 ადამიანი იმყოფებოდა. ექვს მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო ორი მგზავრის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ერთი დაშავებული ე.წ.მიხაელოვის საავადმყოფოში, მეორე კი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, არც ერთის მდგომარეობა მძიმე არ არის. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, “აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა.

იხილეთ:

დიდი ავარია მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც ერთმანეთს 6 მანქანა შეეჯახა - თვითმხილველის კადრები ადგილიდან