2018 წლის 5 თვეში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 34%-ით შემცირდა. კერძოდ, იანვარ-მაისში საქართველოში 586 მილიონი კილოვატ/საათი ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 302 მილიონ 200 ათასი კილოვატ/საათით ნაკლებია.
ამასთან, ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, 2018 წლის 5 თვეში ქვეყანაში სულ გამომუშავებულია 5 მილიარდ 169 მილიონ 500 ათასი კილოვატ/საათი ელექტროენერგია.
რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას იანვარ-მაისში მომხმარებული იქნა 5 მილიარდ 564 მილიონ კილოვატ/საათი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 412 მილიონ კვტ/სთ-ით მეტია.