კომპანია myvideo.ge კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. საქმე ეხება კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც myvideo.ge-ს დაევალა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხის გათიშვა. როგორც კომპოანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო, ცდება მოსარჩელის მოთხოვნებს და სასამართლო განხილვების დასრულებამდე კომპანია აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ისინი სხვა კომპანიების მსგავსად არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ლიცენზირებული ტრანზიტორები, თუმცა პირველმა არხმა მხოლოდ მათ წინააღმდეგ მიმართა კომუნიკაციების კომისიას, რაც დისკრიმინაციულია. გარდა ამისა, myvideo ასევე გეგმავს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიას მიმართოს.