მიხეილ ჩხენკელის კომენტარი საგამოცდო ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვაზე - Palitra News

მიხეილ ჩხენკელის კომენტარი საგამოცდო ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვაზე

2018-07-02 11:15:30+04:00

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე ყველა საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით აღიჭურვება. როგორც ჩხენკელმა ჟურნალისტებს 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში განუცხადა, კონდიციონერებს უცხოეთიდან ელოდებიან. მისივე თქმით, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეროვნულმა გამოცდებმა ჩაიაროს ნორმალურ და კომფორტულ ვითარებაში. „მიმდინარეობს და უკვე დასრულდა ზოგიერთი სკოლის კონდიცირებით აღჭურვა. სკოლების ნაწილში სპლიტ კონდიციონერები დამონტაჟებულია - აღნიშნა მინისტრმა.