კონდიციონერების დამონტჟებამდე საგამოცდო ცენტრებში ჰაერის გამაგრილებელი ვენტილატორები დაიდგმება - Palitra News

კონდიციონერების დამონტჟებამდე საგამოცდო ცენტრებში ჰაერის გამაგრილებელი ვენტილატორები დაიდგმება

2018-07-01 17:22:36+04:00

სამ საჯარო სკოლაში კონდიციონერების მონტაჟი მიმდინარეობს, პარალელურად ველოდებით რამდენიმე ასეული კონდიციონერის ჩამოტანას, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემის მონტაჟის საკითხზე საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, ვიდრე საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემა დამონტაჟდება, ყველგან ჰაერის გამაგრილებელი ვენტილატორები დაიდგმება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ძირითად პრობლემად კვლავ რჩება სკოლების ელექტრომომარაგება, რადგან კონდიციონერების დასამონტაჟებლად სკოლებში ელექტრომომარაგების სიმძლავრეები უნდა გაიზარდოს.