"ბრალს არ ვეთანხმები, რადგან "პიკასოს" მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა" - თამთა ჯანჯღავას განცხადება სასამართლო პროცესზე - Palitra News

"ბრალს არ ვეთანხმები, რადგან "პიკასოს" მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა" - თამთა ჯანჯღავას განცხადება სასამართლო პროცესზე

2018-06-29 12:19:31+04:00

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტის, ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, თამთა ჯანჯღავა დანაშაულს არ აღიარებს. „ბრალს არ ვეთანხმები, ვინაიდან „პიკასოს“ მოკვლა ნამდვილად არ მინდოდა“ - ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა. სასამართლო თამთა ჯანჯღავასა და საქმეზე დაკავებული მისი მეგობრის, ნათია თოფურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი, ირაკლი ნოზაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი გოგო დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთს, თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, მის მეგობარ ნათია თოფურიას კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.

იხილეთ ვიდეო:

სოციალურ ქსელში "ქუჩის ბიჭების" წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრის კადრები ვრცელდება

რას ამბობს ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას დედა? - დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა პოლიციის მთავარ სამმართველოში

შსს-მ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა - ვინ არის გოგონა, რომელიც მომღერლის დაჭრაშია ეჭვმიტანილი