დაჭრილი მომღერლის, ირაკლი ნოზაძის ძმის, დავით ნოზაძის განცხადებით, მისთვის გუშინ მომხდარი შემთხვევის მოტივი ამ დრომდე უცნობია. როგორც დავით ნოზაძემ ღუდუშაურის კლინიკაში განაცხადა, გოგონებს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ ირაკლი ნოზაძე დაჭრეს, არავინ იცნობს. „ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს.