"წითელ ნუსხაში" შეტანილი ცხოველებისა და ფრინველების ყიდვა-გაყიდვა 2 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. აღნიშნულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები გულისხმობს. რაც შეეხება იმ სახეობებს, რომლებიც საქართველოს "წითელ ნუსხაში" არ არის შეტანილი - მათი უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა ათასი ლარით დაჯარიმებას და კონფისკაციას გამოიწვევს.