წეროვანში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული პირების უმრავლესობა მცხეთის სამედიცინო ცენტრიდან გაწერეს,კლინიკაში ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე მოქალაქე რჩება, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. წეროვანში მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა, რის შედეგადაც, 18 ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. ტრაილერის მძღოლი, რომელიც საქართველოში თურქული ნომრებით მოძრაობდა, დაკავებულია.