კადრები წეროვანიდან, სადაც სამგზავრო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ - დაიღუპა 1, დაშავდა 18 ადამიანი - Palitra News

კადრები წეროვანიდან, სადაც სამგზავრო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ - დაიღუპა 1, დაშავდა 18 ადამიანი

2018-06-25 16:14:57+04:00

წეროვანში, ავტოავარიისას დაშავებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, 18 პაციენტი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. წეროვანში მიკროავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. როგორც “ შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. როგორც ტრაილერი, ისე მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.

იხილეთ:

წეროვანთან ავარიაში მოყოლილები კლინიკაში მკურნალობას გადიან - ექიმის კომენტარი დაშავებულების მდგომარეობაზე