"თბილისის მიკროავტობუსი" მგზავრებს მოუწოდებს, მიკროავტობუსში გაგრილების სისტემის ჩაურთველობის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მგზავრების გადასაყვანად ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსში კონდენციონერი მუშაობს. ცნობილია, რომ მიმდინარე წლის მარტის თვიდან "თბილისის მიკროავტობუსის" მიერ გაგრილების სისტემის შეკეთება-გამოცვლისთვის დახარჯულმა თანხამ 480 000 ლარი შეადგინა. "თბილისის მიკროავტობუსში" აგრეთვე აღნიშნავენ, რომ კონდენცირების სისტემის ჩართვით მომატებულ საწვავის ხარჯს კომპანიის ბიუჯეტიდან "თბილისის მიკროავტობუსი" აანაზღაურებს და ყველა ის მძღოლი, რომელზეც მონიტორინგის სამსახური განსაკუთრებით ცხელ დღეებში მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიებს არ დააფიქსირებს, წახალისებული იქნება კომპანიის მიერ".