10:50
22 ივნისი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
100 გრამამდე ნედლი მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვაზე საპატიმრო სასჯელი გაუქმდა
16-02-2017

100 გრამამდე ნედლი მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვაზე საპატიმრო სასჯელი გაუქმდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ ბექა წიქარიშვილის საქმეზე 2015 წლის 24 ოქტომბერს გამოტანილი გადაწყვეტილებით იხელმძღვანელა. სასამართლომ დაადგინა, რომ დაუშვებელია ადამიანის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ მისივე ჯანმრთელობის დაცვის მოტივით იმ პირობებში, როდესაც მარიხუანის შეძენითა და შენახვით იგი ზიანს არ აყენებს სხვის ჯანმრთელობას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა არ მიიჩნია ნარკოტიკული საშუალების იმ მოცულობად, რომელიც აპრიორი ქმნის მისი გასაღების გარდაუვალ საფრთხეს.

AutoPlay
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 0 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე სეპარატისტული ჯგუფის ლიდერებს შეიწყალებს
გამოქვეყნდა 46 წუთის წინ
ფილიპინების პრეზიდენტი მოსახლეობას - ირჩევთ ვაქცინაციას, ან თქვენი დაპატიმრება მომიწევს
გამოქვეყნდა 47 წუთის წინ
მოზარდი, რომელიც თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 49 წუთის წინ
ანგელა მერკელი - აუცილებელია თავისუფლებასა და სიფრთხილეს შორის სწორი ბალანსის პოვნა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები