03:37
27 ოქტომბერი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
10 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 65 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 15 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენია
10-09-2021

10 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 65 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც თითქმის 4-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. გადამუშავებული მოსავლიდან 15 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენია, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამასთან, უკვე დაიწყო განაცხადების მიღება სეტყვით დაზარალებული მევენახეებისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 აგვისტოსა და 2 სექტემბერს კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ მოსავალი, ერთჯერად დახმარებას მიღებენ.  ერთჯერადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ერთ ჰექტარზე 3 ათასი ლარით.
კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ ერთჯერადი დახმარების მისაღებად განაცხადით უნდა მიმართოს სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ სამსახურს და მუნიციპალურ ცენტრებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები