
2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მარტში, საქართველოში მხოლოდ ხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული გაიაფდა. სხვა ყველა პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ინფლაციის მაჩვენებელშიც აისახა.
10 საკვებ პროდუქტს შორის, რომელიც მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა, ლიდერობს ნიორი. მისი ფასი წლიურად 42.7%-ით არის შემცირებული. მას მოსდევს კარტოფილი - 33.8%-იანი გაიაფებით; მე-3 ადგილზეა ლიმონი - ფასის 23.9%-იანი შემცირებით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი იკავებენ ხახვი - და ქლიავი, რომელთა ფასიც შესაბამისად, 22.8%-ითა და 22.8%-ით არის შემცირებული.
ათ ყველაზე გაიაფებულ პროდუქტებს შორის ხვდება ასევე: ჭარხალი, ვაშლი, ატამი, კიტრი და ყურძენი.





