05:07
11 აგვისტო, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
10 პროდუქტი, რომელიც ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა
07-07-2020

ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა და წინა თვესთან შედარებით ფასების საერთო დონე 1.4%-ით შემცირდა.
კერძოდ, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, ივნისში წინა თვესთან შედარებით ბოსტნეული და ბაღჩეული 28.7%-ით გაიაფდა, ხილი 6.2%-ით, რძის ნაწარმი კი 5.2%-ითაა გაიაფებული.

იმ 10 პროდუქტს შორის, რომელიც ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა, ლიდერობს წიწიბურა, რომლის ფასიც - 122,81%-ით არის გაზრდილი, ვაშლი - 96,57% -ით არის გაძვირებული, მე-3 ადგილზეა საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი, რომელიც - 68,29%-ით გაძვირდა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ლიმონი და მწვანე ლობიო იკავებენ, ფასის - 49,82%-იანი და 48,9%-იანი მატებით.

გაძვირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი, ნიორი, ფორთოხალი, ყურძენი და კივი.

AutoPlay
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ტექნოლოგიური გიგანტები თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლებას უხანგრძლივებენ
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
Forbes-მა მაღალ შემოსავლიანი TikTok-ბლოგერების რეიტინგი შეადგინა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
Deutsche Bank-მა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზი გააუმჯობესა
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
178,1 მლნ ლარი 6 თვეში - რა მოგება მიიღეს ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა - რა ღირს ძვირფასი ლითონი საქართველოში
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები