06:44
26 აგვისტო, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
10 პროდუქტი, რომელიც ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა
24-07-2019

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1 (მინუს 1) პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა.

ივნისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად - 103.6%-ით გაიზარდა ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტზე;  მას მოსდევს მსხალი, რომლის ფასიც 53.4%-ით გაიზარდა; მე-3 ადგილზეა ხახვი ფასის - 51.9%-იანი მატებით; მე-4 და მე-5 ადგილს კი ნიორი და მუზეუმის ბილეთები ინაწილებენ, რომელთა ფასიც ერთ წელიწადში შესაბამისად, 32.4%-ითა და 32.1%-ით არის გაზრდილი.

ათეულში მოხვდა ასევე: ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 29.4%-იანი; იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 28.2%-იანი; საზამთრო - 25.5%-იანი; კარტოფილი - 23.1%-იანი და გაყინული თევზი - 21.4%-იანი გაძვირებით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები