11:12
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
10 პროდუქტი, რომელიც აპრილში ყველაზე მეტად გაძვირდა
06-05-2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.1 პროცენტით განისაზღვრა.

იმ 10 პროდუქტს შორის, რომელიც აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა, ლიდერობს - ნიორი, ფასის - 318,30%-იანი მატებით, მას მოსდევს - ლიმონი, რომელიც 151,23%-ით არის გაძვირებული; მე-3 ადგილზეა - ვაშლი - 77,24%-იანი გაძვირებით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი წიწიბურა და საზამთრო იკავებენ, ფასის 74,24%-იანი და 60,16%-იანი მატებით.

გაძვირებული პროდუქტების ათეულში ხვდებიან ასევე: ყურძენი, ჭარხალი, ატამი, ქათმის ბარკლები და ქლიავი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები