
2020 წლის იანვარ-ივნისში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 35,1%-ით შემცირდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში ქვეყნიდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 184 მილიონ 57 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 283 მილიონ 453 ათასი დოლარი იყო.
იმ ტოპ-10 ქვეყანას შორის, სადაც 2020 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი გავიდა ლიდერობს - აზერბაიჯანი, სადაც ავტომობილების ექსპორტმა 114 მილიონ 120 ათასი დოლარი შეადგინა; მას მოსდევს უკრაინა - 28 მილიონ 353 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები - 8 მილიონ 900 ათასი დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი რუსეთი და ბელგია იკავებენ, სადაც რექსპორტმა შესაბამისად, 6 მილიონ 262 ათასი და 4 მილიონ 700 ათასი დოლარი შეადგინა.
ქვეყნების ათეულში მოხვდნენ ასევე: ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, თურქეთი და ყაზახეთი.





