22:55
23 მაისი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
10 ადრეული სიმპტომი, რომელიც 95%-იანი სიზუსტით მიგანიშნებთ რომ ალცაიმერი გემუქრებათ - საკმაოდ გავრცელებულია დაავადების მცდარი დიაგნოსტიკა
24-04-2019

ალცჰაიმერის დაავადების მცდარი დიაგნოსტიკა საკმაოდ გავრცელებულია. გახსოვდეთ,რომ ერთ-ერთი გონებრივი ფუნქციის დაკარგვა (გამოთიშვა) ასაკოვნებთან ყოველთვის ალცჰაიმერის დაავადების დასაწყისზე არ მიანიშნებს.

მეცნიერთა ჯგუფმა, ინდიანას შტატის სამედიცინო უნივერსიტეტიდან ბლუმინგტონში, ჯეიმს სტივენსონის ხელმძღვანელობით, დაასახელა 10 ადრეული სიმპტომი, რომელზე დაყრდნობითაც 95 %-იანი სიზუსტით შეიძლება დიაგნოსტირდეს ალცჰაიმერის დაავადების ყველა ფორმა ადრეულ ეტაპზე. ეს ნიშნებია:

1. მეხსიერების დაკარგვა, რომელიც შრომისუნარიანობაზე აისახება;
2. საყოველთაოდ ცნობილი ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები;
3. მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;
4. დროსა და სივრცეში ორიენტაციის დაკარგვა;
5. დასკვნების გამოტანაში სიძნელეები;
6. აბსტრაქტულ აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები;
7. ყოველდღიური ნივთების განთავსების დავიწყება (ადამიანი კარგავს მათ, ათავსებს უჩვეულო ადგილებში);
8. განწყობისა და ქცევის ხშირი მერყეობა;
9. პიროვნული ცვალებადობა;
10. უინიციატივობა.

თუ ამ სიმპტომების უმრავლესობა მუდმივად უვლინდება ასაკოვანს, აუცილებელია მისი საფუძვლიანად გამოკვლევა - გარკვეული ტესტებით შემოწმება და ტვინის გამოკვლევა კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით. მხოლოდ მეხსიერების დაკარგვა, სხვა გონებრივი თუ პიროვნული ცვლილებების გარეშე, ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაზე არ მიანიშნებს.

AutoPlay
ნაწლავის ბაქტერიები კიბოს განვითარების რისკს ამცირებს - რას მიაგნეს თაგვებზე დაკვირვებით მეცნიერებმა?
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
რა აქვეითებს მადას და რომელი აბების გამოყენება არ შეიძლება? - დიეტოლოგების რამდენიმე რჩევა წონის კორექციის მსურველებს
22-05-2019
ქალაქის ზედაპირის რამდენი პროცენტი უნდა იყოს დამალული ხეების ჩრდილის ქვეშ? - მკვლევარების დაკვირვების შედეგები
21-05-2019
ჭარბი ცხიმი სიმსივნური პათოლოგიის, დიაბეტის, გულისა და ღვიძლის დაავადებების რისკს ზრდის - გაცხიმოვნება ნორმალური აღნაგობის ადამიანებსაც აქვთ
21-05-2019
პრეპარატი მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სამკურნალოდ - ეს სერიოზული დარღვევაა, რომელმაც საფრთხე დედას და შვილსაც შეიძლება შეუქმნას
11-05-2019
5 პროდუქტი და სასმელი, რომელიც გაციებისგან სინამდვილეში სულაც არ გვიცავს - ეს ჩამონათვალი, თქვენს მითებს დაამსხვრევს
11-05-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები