06:00
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
1 თვეში ეროვნულმა ბანკმა ფულის მასა 695 მლნ ლარით გაზარდა
03-09-2021

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის ივლისში ფულის მასა რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, ივლისში M2 აგრეგატმა, რომელიც ფაქტობრივად ფულის მთლიან მასას ასახავს ეკონომიკაში, დაახლოებით 14,815 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,258  მილიარდი ლარით მეტია. ამასთან თვიურ ჭრილში ფულის მასის ზრდა ეკონომიკაში დაახლოებით 695 მლნ ლარია.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკაში ფულის მასის დრამატული ზრდა 2015 წლიდან დაიწყო. კერძოდ, 2015 წლის დეკემბერში ფულის მასის მოცულობა - 5,685 მილიარდ ლარს შეადგენდა, 2016 წლის დეკემბერში - 6,526 მილიარდ ლარს, 2017 წლის დეკემბერში ფულის მასის მოცულობამ ეკონომიკაში - 8,350 მილიარდი ლარი შეადგინა, 2018 წელს -9,675 მილიარდი ლარი, 2019 წლის ბოლოს - 11,495 მილიარდი ლარი, ხოლო გასული წლის ბოლოს, ფულის მასის მოცულობამ ეკონომიკაში - 13,659 მილიარდი ლარი შეადგინა.

ფულის მასის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კორონავირუსისგან წარმოქმნილი კრიზისი სახელდება, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ანტიციკლურ ფისკალურ პოლიტიკას მიმართა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ხარჯვითი ნაწილი გაზარდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები