12:27
23 იანვარი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
1 წელში მედიკამენტების ფასები ახალი კანონმდებლობით დარეგულირდება
10-12-2019

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ორგანიზებით, ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.  ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ასევე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ  გაბუნიას თქმით, სავარაუდოდ 1 წელში  მედიკამენტების ფასები ახალი კანონმდებლობით დარეგულირდება.  რაც შეეხება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს,  სტანდარტული ფასების დადგენა   ბაზრის კვლევის საფუძველზე მოხდება. თუმცა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძველი ფასები შენარჩუნდება, რათა არ გამოიწვიოს უპროგნოზო გადახარჯვა ან დეფიციტი, პროგრამის ფარგლებში.   
რაც შეება ფარმაცევტული სფეროს მონიტორინგის პროცესს, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრისგან,  ფარმაცევტული სფეროს სიღრმისეული მონიტორინგის დავალება მიიღო. ირაკლი ლექვინაძის თქმით, მონიტორინგის პროცესის დასრულებსითანავე, კონკურენციის სააგენტო მომხმარებელს, დეტალურ  ანგარიშს წარუდგენს.
საქართველოში მედიკამენტების გაძვირებამ ბოლო რამდენიმე წელია შეუქცევადი ხასიათი მიიღო.  ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციციაში ამბობენ, რომ  იმის გათვალისწინებთ, საქართველო  იმპორტრებული მედიკამენტების ბაზარია,  წამლის ფასი, ლარის მიმართ უცხოური ვალუტის კურსზეა დამოკიდებული.  სფეროს ექსპერტები კი ამბობენ, რომ მედიკამენტები გაუფასურებული ლარის პირდაპიროპროპორციულად არასდროს ძვირდება და მასზე ფასი უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ლარი უფასურდება.   მაგალითად, ბოლო ერთი წლის გამავლობაში, ეროვნული ვალუტა   11,2%-ით გაუფასურდა, მაშინ როდესაც წამლების დიდი ნაწილი თითქმის 50%-ით გაძვიდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
გიორგი. არ დამბლოკოთ.
10-12-2019
არაკაცებს, მილიარდები აშოვნინეს, გაუბედურებული ხალხის ხარჯზე. ეხლა დარეგულირდება? თან საკითხავია, როდის და ვის სასიკეთოდ.
სხვა სიახლეები