
1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს. როგორც პალიტრანიუსს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა, დღესღეობით 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარამდეა გაზრდილი, ამიტომ 10 ლარიანი სუბსიდია ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარაა.
ლევან სილაგავას ინფორმაციით, სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ პირველ ტენდერში 8 წისქვილ-კომბინატმა გაიმარჯვა, რომელიც 52 პურის ქარხანას 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილს ფიქსირებულ, 53 ლარად აწვდის, ხოლო მეორე ტენდერი 25 იანვრისთვის გამოცხადდება.
მისივე განცხადებით, სახელმწიფოს პოზიციიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ 1-ელ აპრილამდე პურის ფასი არ გაიზრდება.
შეგახსენებთ სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა 1-ელ დეკემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.





