20:56
28 თებერვალი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
1-ლი თებერვლიდან წყლის აბონენტად დარეგისტრირებაზე ტარიფი იცვლება
27-01-2020

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 24 იანვრის საჯარო სხდომაზე „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებები შევიდა.

სემეკ-ის ცნობით,  ახლებურად განისაზღვრა სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადები და პროცედურები.

კერძოდ, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 1-ლი თებერვლიდან მუნიციპალიტეტებში ქსელზე მიერთების საფასური 500 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო წყალარინების ქსელზე მიერთების  საფასური ათასი ლარიდან 800 ლარამდე შემცირდება.

რაც შეეხება თვითმმართველ ქალაქებს - თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, ფოთსა და ბათუმს, იქ არსებული საფასური ნარჩუნდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები