20:50
3 აპრილი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
1,132 მლრდ დოლარის საგარეო ვალის გასტუმრება საქართველოს 2018 წლის მეორე კვარტალში მოუწევს
13-04-2018

2018 წლის მეორე კვარტალში ქვეყნიდან  მილიარდ 132 მილიონი  დოლარი გავა - ეს ის თანხაა, რომლის გადახდაც ქვეყანას მომავალი 3 თვის განმავლობაში საგარეო ვალის გასტუმრებისთვის მოუწევს. ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემით, „დაუყონებლივ გადასახდელი“ ვალის მოცულობა 758 მილიონ 200 ათასი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ მე-2 კვარტალში გადასახდელი  მილიარდ 132 მილიონი დოლარიდან 897 მილიონ 400 ათასი დოლარი ძირი თანხაა, 235 მილიონი დოლარი კი პროცენტი.

ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს საგარეო ვალის გადახდის განახლებული გრაფიკის მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალში სამთავრობო სექტორს 111 მილიონ 100 ათასი დოლარის საგარეო ვალის დაფარვა მოუწევს, ეროვნულ ბანკს - 700 მილიონი დოლარის, კომერციულ ბანკებს კი — 422 მილიონ 800 ათასი დოლარის.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები