კინო - Palitra News

კინო

ეს არის შემეცნებითი გადაცემა კინოზე, რომელიც განკუთვნილია კინომოყვარულებისა და ფართო საზოგადოებისთვის.გადაცემა მოიცავს სხვადასხვა ჟანრის ფილმების დეტალურგანხილვას. მაყურებელს ვუყვებით კინოგადაღების ისეთი ნიუანსების შესახებ, რომლებიც ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება.თითოეულ გადაცემაში მოცემულია ერთი კონკრეტული ფილმის დეტალური განხილვა. გადაცემის მიზანია მაყურებელიშევახედოთ შიდა სამზარეულოში და მოვუყვეთ როგორ გაჩნდაფილმის გადაღების იდეა, როგორ დაიწერა სცენარი, როგორშეირჩა მსახიობები და სხვ.ვაჩვენებთ თუ რა ხდებოდა გადასაღებ მოედანზე და სხვა საინტერესო დეტალებს.

ლოკაციები ცნობილი ფილმებიდან

2025-10-10 10:59:25+04:00

რობერტ რედფორდმა, რომელიც სამართლიანად ითვლება ჰოლივუდის ლეგენდად, რადგან მსახიობობის, რეჟისორობისა და პროდიუსერების ჩათვლით, თითქმის ყველა სფეროში წარმატებით მოსინჯა შესაძლებლობები, არა მხოლოდ ეკრანზე შექმნა დაუვიწყარი სახეები, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკული კინოს განვითარებაში

2025-09-26 11:00:37+04:00

2018 წლის ნოემბერის თვეში ჰოლივუდის დიდების ხეივანში მაიკლ დუგლასის ვარსკვლავი გაიხსნა, ღირსშესანიშნავი მოვლენა 74 წლის მსახიობმა ოჯახის წევრებთან - მეუღლესთან, 25 წლით უმცროს კეტრინ ზეტა-ჯონსთან, შვილთან - კამერონთან და მამასთან, ჰოლივუდის ლეგენდასთან კირკ დუგლასთან ერთად აღნიშნა, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა 103 წლის ასაკში

2025-09-18 12:02:30+04:00

მარტის თვეში ბრიტანული მინი-სერიალის "გარდატეხის ასაკის" პრემიერა შედგა, ოთხსერიანი დრამა, რომელმაც თანაკლასელი გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, 13 წლის ჯეიმი მილერის ისტორია მოუთხრო მაყურებელს, ყველასთვის მოულოდნელად იქცა გაზაფხულის მთავარ კინომოვლენად

2025-07-24 12:05:20+04:00

ანიმაციური სტუდია "Pixar" და მისი ერთ-ერთი გამორჩეული ანიმაციური ფილმი "კოკო", რომელმაც ყველა უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ოსკარი და ოქროს გლობუსი

2025-07-18 15:56:56+04:00

ჯემს განდოლფინის „სოპრანოს კლანი“ -   მართალია, სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით ჯეიმს განდოლფინიმ საკმაოდ გვიან მოიპოვა აღიარება, მაგრამ წარმატება მართლაც გრანდიოზული აღმოჩნდა, რადგან მსახიობმა ჰოლივუდისთვის არასტანდარტული, თუმცა საოცრად თვითმყოფადი გარეგნობით, რომელიც თითქმის 10 წელი საოცრად კოლორიტულ, მაგრამ მაინც  ეპიზოდურ პერსონაჟებს განასახიერებდა, ყველას დაუმტკიცა, რომ არაჩვეულებრივი ნიჭ

2024-04-12 13:12:36+04:00

ამერიკელმა მსახიობმა ჯეფ ბრიჯესმა, რომელმაც ხანგრძლივი კარიერის მანძილზე უამრავ პრესტიჟულ პრემიასა და ნომინაციას მოუყარა თავი, მსოფლიო აღიარება 1990-იანი წლების ბოლოს მოიპოვა ძმები კოენების საკულტო ფილმის ‘’დიდი ლებოვსკის’’ წყალობით.

2023-12-08 13:00:00+04:00

ჯაშუშურმა კინოფრანჩიზამ ჯეიმს ბორნზე, რომელმაც ხუთი დამოუკიდებელი ფილმი - ‘’ბორნის იდენტიფიკაცია’’, ‘’ბორნის უპირატესობა’’, ‘’ბორნის ულტიმატუმი’’, ‘’ჯეიმს ბორნი’’ და ‘’ბორნის ევოლუცია’’ გააერთიანა,  2002 წელს აიღო სტარტი და 2016 წლამდე გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ სერიალის ბოლო ნაწილში, რომელიც ტეტრალოგიის ერთგვარ დამატებად იქცა, მთავარი როლი არა მეტ დეიმონმა, არამედ ჯერემი რანერმა შეასრულა.

2023-12-01 17:04:22+04:00

‘’90 წლის მოხუცებისთვის მთავარი როლები აღარ არსებობს’’ - სწორედ ამ სიტყვებით დაადასტურა ლეგენდარულმა ბრიტანელმა მსახიობმა მაიკლ კეინმა განცხადება კარიერის დასასრულების შესახებ BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც მისი უკანასკნელი ფილმის ‘’დიდი გაქცეულის’’ პრემიერას მიეძღვნა.

2023-11-24 12:53:32+04:00

წარმატებული ჰოლივუდელებისგან განსხვავებით, რომლებიც ირწმუნებიან, თითქოს ბავშვობიდან იცოდნენ, რომ მსახიობები გახდებოდნენ, ბრედლი კუპერი ჯერ მზარეულობაზე ოცნებობდა, მერე იაპონიაში გამგზავრებას და აღმოსავლური ორთაბრძოლების შესწავლას ნატრობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც მსახიობობა არჩია და არც შეცდა, რადგან პრაქტიკულად წარმოუდგენელია თანამედროვე ამერიკული კინო მის მიერ შექმნილი სახასიათო პერსონაჟების გარეშე

2023-11-17 14:25:57+04:00

ახლოაღმოსავლური ნეორეალიზმი, გულწრფელი დრამა უფროსების სასტიკ სამყაროში დაკარგულ და ცხოვრებაზე განრისხებულ მოზარდზე’’, - სწორედ ასე შეაფასეს კრიტიკოსებმა ლიბანელი რეჟისორის ნადან ლაბაკის პირქუში, თუმცა საოცრად შთამბეჭდავი ფილმი, რომელმაც კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი მოიპოვა და არა მხოლოდ ლიბანური, არამედ აფრიკული კინოს ნამდვილ შედევრად იქცა

2023-09-15 12:55:24+04:00

თანამედროვე კულინარია, რომელიც ქარიზმატული მზარეულების წყალობით იქცა ნამდვილ ხელოვნებად, დიდი ხანია გასცდა გასტრონომიის საზღვრებს და კინემატოგრაფიაშიც დაიკვიდრა ადგილი

2023-07-21 12:50:41+04:00

თანამედროვე კინოს ჟანრებს შორის სწორედ ტრილერია ერთ-ერთი ურთულესი, რადგან თითქმის 100-წლიანი ისტორიის მიუხედავად, მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა მისი საზღვრების დადგენა და ჟანრობრივი თავისებურებების განსაზღვრა

2023-07-14 10:19:04+04:00

მარტინ სკორსეზეს და რობერტ დე ნიროს წარმატებული დუეტი

2023-07-07 12:40:50+04:00

"საუზმე ტიფანისთან" - ფილმი, რომელმაც რომანტიკული კომედიის აბსოლუტურად ახალი სტანდარტი დაამკვიდრა და სწრაფად შეიძინა საკულტოს სტატუსი და ამერიკული კინოს კლასიკად იქცა

2023-06-30 12:50:10+04:00

Hollywood Reporter-ის რეიტინგი: 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო ფილმი

2023-06-23 10:36:22+04:00

მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული აფლეკი არა მხოლოდ კარგი მსახიობი, არამედ წარმატებული რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერიცაა - ბენ აფლეკის - ბენ აფლეკის სარეჟისორო ნამუშევრები

2023-06-16 09:48:14+04:00

სკანდალური და პროვოკაციული, თუმცა საოცრად თვითმყოფადი და ნიჭიერი რეჟისორი რომან პოლანსკი, რომელსაც პირქუშ და პესიმისტურ კინოს ოსტატს უწოდებენ

2023-06-09 10:35:30+04:00