"ბავშვთა სამყაროს" ოქროს ბირჟის საცავებში შენახული ძვირფასი ლითონის მფლობელების შეყვანა დაიწყო. პირველ ეტაპზე ოთხი ადამიანი შევიდა, რომლებსაც საკუთარი ნივთების დათვალიერება და გამოტანა შეეძლებათ. საცავებში შეყვანა ხდება სიის მიხედვით და ყველა ჯერზე ოთხ-ოთხი ადამიანი შევა. მათ უსაფრთხოებას სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. საცავებში შესვლა სახელითა და გვარით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ხდება.