"ვინც კლიპში გავაკრიტიკე, იმან ჩამიდო ნარკოტიკი" – აცხადებს ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრი მიხეილ მგალობლიშვილი, რომელიც უკვე თავისუფალია. სასამართლომ პატიმრობიდან მეორე ბრალდებული მუსიკოსი - გიორგი ქებურიაც გაათავისუფლა. სააპელაციო სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალა. მოსამართლის აზრით, მგალობლიშვილის მიმალვის საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, მისი გათავისუფლება 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან მოხდა. დაკავებულთათვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას პროკურატურაც დაეთანხმა. თავაად გათავისუფლებულმა მგალობლიშვილმა კი ჟუნალისტებთან კომენტარი აღარ გააკეთა. მან სასამართლო რეპის რეჩიტატივით დატოვა.