ვინ არის ნიუ-იორკში დაკავებული 15 ქართველი კრიმინალი, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ - Palitra News

ვინ არის ნიუ-იორკში დაკავებული 15 ქართველი კრიმინალი, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ

2017-06-08 10:03:45+04:00

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იუწყება. დაკავებულ ქართველებს შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა არიან. პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს.სპეცოპერაციისას 15 ქართველთან ერთად, რუსული კრიმინალური სინდიკატის კიდევ 18 წევრი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, სავარაუდოდ, ორი ცნობილი სპორტსმენია - რა ინფორმაციას ფლობენ კრივის ფედერაციაში?