ლოს ანჯელესში "ოსკარის" ყოველწლიური დაჯილდოების რიგით 89-ე ცერემონიალი გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმის ჯილდო "მთვარის შუქმა" მიიღო. წლევანდელ ცერემონიალზე გარკვეული უხერხული სიტუაცია შეიქმნა. დაჯილდოების წამყვანმა წლის ფილმად თავდაპირველად "ლა ლა ლენდი" დაასახელა, თუმცა მას შემდეგ რაც აღნიშნული ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი სცენაზე ავიდა და "ოსკარი" გადაეცა, ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას აცნობეს, რომ "მოხდა გაუგებრობა" და წლის ფილმი "შეცდომით წაიკითხეს". ამის შემდეგ აჩვენეს კონვერტი, სადაც მითითებული იყო, რომ წლის საუკეთესო ფილმისთვის "ოსკარი" რეალურად არა "ლა ლა ლენდის", არამედ "მთვარის შუქს" გადაეცა.