უბედური შემთხვევა კურორტ თეთნულდზე: ზვავის ჩამოწოლის შედეგად გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა - Palitra News

უბედური შემთხვევა კურორტ თეთნულდზე: ზვავის ჩამოწოლის შედეგად გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა

2017-02-25 18:19:51+04:00

უბედური შემთხვევა სამთო-სათხილამური კურორტ თეთნულდზე - ზვავის ჩამოწოლის შედეგად, გერმანიის მოქალაქე 46 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. 2 გერმანელი სნოუბორდერი გაუკვალავ თოვლზე სრიალებდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა და ისინი ქვეშ მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.